პეკინში უცნობი მამაკაცი სკოლის მოსწავლეებს თავს დაესხა, არიან დაშავებულები

12:03, 08.01.2019

პეკინში უცნობი მამაკაცის თავდასხმის შედეგად 20 ბავშვი დაშავდა. როგორც ჩინური საინფრომაციო სააგენტო „სინხუა“ იუწყება, ბოროტმოქმედი ერთ-ერთი დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს დაესხა თავს.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მედიის ცნობით, სამი ბავშვის მდგომარეობა შედარებით რთულია. მათ დანით ჭრილობები თავის არეში აქვთ მიყენებული.

თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. ამჟამად მიმდინარეობს მისი ვინაობის იდენტიფიცირება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანები.

მსგავსი