ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინში ტრიუმფის შემდეგ, დასვენების გარეშე, დღეს შანხაის მასტერსზე – ჩვენი დროით 13.00 საათზე ითამაშებს. ATP-ს რეიტინგის უკვე 23-ე ნომერი ბასილაშვილი, წყვილში რუს – დანილ მედვედევთან ერთად იქნება.
შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, პეკინსა და ტოკიოში, ორი 500-იანი სერიის ტურნირი იმართებოდა. ბასილაშვილმა, არგენტინელ დელ პოტროს ფინალი ორ სეტში მოუგო, მედვედევმა კი ასევე ორ სეტში დაამარცხა მასპინძელი – კეი ნიშიკორი. დღეს ჩემპიონები მეტოქე, ჩინელების წყვილი იქნება.
ერთეულთა შეხვედრას ქართველი ჩოგბურთელი ხვალ, კანადელ დენის შაპოვალოვთან გამართავს.