პეკინის ტრიუმფატორი ბასილაშვილი დღეს შანხაიში იწყებს

13:05, 08.10.2018
BEIJING, CHINA - OCTOBER 07:  Nikoloz Basilashvili of Georgia celebrates after winning his Men's Singles Finals match against Juan Martin Del Potro of Argentina in the 2018 China Open at the China National Tennis Center on October 7, 2018 in Beijing, China.  (Photo by Lintao Zhang/Getty Images)

ნიკოლოზ ბასილაშვილი პეკინში ტრიუმფის შემდეგ, დასვენების გარეშე, დღეს შანხაის მასტერსზე – ჩვენი დროით 13.00 საათზე ითამაშებს. ATP-ს რეიტინგის უკვე 23-ე ნომერი ბასილაშვილი, წყვილში რუს – დანილ მედვედევთან ერთად იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამ კვირაში, პეკინსა და ტოკიოში, ორი 500-იანი სერიის ტურნირი იმართებოდა. ბასილაშვილმა, არგენტინელ დელ პოტროს ფინალი ორ სეტში მოუგო, მედვედევმა კი ასევე ორ სეტში დაამარცხა მასპინძელი – კეი ნიშიკორი. დღეს ჩემპიონები მეტოქე, ჩინელების წყვილი იქნება.

ერთეულთა შეხვედრას ქართველი ჩოგბურთელი ხვალ, კანადელ დენის შაპოვალოვთან გამართავს.

მსგავსი