პატარიძე და წურწუმია ნახევარფინალში გავიდნენ | ბუქარესტი 2018
პატარიძე და წურწუმია ნახევარფინალში გავიდნენ | ბუქარესტი 2018

დღეს, ბუქარესტში, სტარტი აიღო მსოფლიოს პირველობამ 23-წლამდელ მოჭიდავეთა შორის.

პირველები ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების ფალავნები გამოვიდნენ – ნუგზარ წურწუმია 55 კგ.), ლევან ქავჟარაძე (63 კგ.), ბაკურ გოგოლი (77 კგ.), გურამ ხეცურიანი (87 კგ.) და ზვიად პატარიძე (130 კგ.).

ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ.)ბულგარელ პეტროვს 4-1 მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში ყირგიზ დორდოკოვს შეხვდება.

ზვიად პატარიძემ (130 კგ.) რუსეთის წარმომადგენელი ნოჰჩო ლაბაზანოვი 5-1 დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

გურამ ხეცურიანმა (87 კგ.) მინიმალური ანგარიშით დათმო მეოთხედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ აბასოვთან 1-2.

ნახევარფინალები თბილისის დროით 20:00 საათიდან დაიწყება.