ბერძნულ-რომაული ჭიდაობა | ლერი აბულაძე ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა, ნუგზარ წურწუმიამ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ლერი აბულაძე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ქართველმა ფინალში აზერბაიჯანელ ტელეჰ მამადოვს დამაჯერებლად 5:1 მოუგო. აბულაძემ კონტინენტის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მედალს ნუგზარ წურწუმია (55 კგ) დაეუფლა, რომელმაც სომეხ რუდიკ მკრტიჩიანს შეხვედრის პირველივე ნახევარში 8:0 სძლია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თავისუფალ ჭიდაობაში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენმა სპორტსმენებმა ექვსი მედლის მოპოვება შეძლეს. ქართველების ანგარიშზე ერთი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია.