დანიის სუპერლიგაში შეხვედრები 22 მაისიდან განახლდა და უკვე ორი ტურის მატჩები გაიმართა. 25-ე ტურში ლაშა პარუნაშვილის „ესბიერგმა“ მორიგ მატჩში მხოლოდ ქულა მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების კანიდატი „ესბიერგის“ ძირითად შემადგენლობაში იყო – მისმა გუნდმა „ოლბორგს“ უმასპინძლა და თამაში 1:1 დაასრულა. 26 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
„ესბიერგმა“ სეზონის განახლების შემდეგ ორივე შეხვედრა ფრედ ითამაშა და მდგომარეობის გაუმჯობესების შანსი ხელიდან გაუშვა. მეტიც, გუნდმა ვითარება საგრძნობლად გაირთულა. 25 ტურის შემდეგ მან 18 ქულა დააგროვა და 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-13 ადგილზეა, ბოლოადგილოსან „სილკებორგს“ კი მხოლოდ უსწრებს ქულით უსწრებს.