დანიურმა გამოცემა - შესაძლოა, „ესბიერგმა“ კრიზისი პარუნაშვილის ტრანსფერითაც მოაგვაროს
დანიურმა გამოცემა - შესაძლოა, „ესბიერგმა“ კრიზისი პარუნაშვილის ტრანსფერითაც მოაგვაროს

დანიურმა გამოცემა „ტიპსბლადეტმა“ საფეხბურთო კლუბ „ესბიერგზე“ წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ შესაძლოა, გუნდმა ფინანსური კრიზისის მოგვარება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის, ლაშა პარუნაშვილის ტრანსფერითაც სცადოს.

„შესაძლოა, ლაშა პარუნაშვილი გაყიდონ. მან ბრინჯაოს სეზონში შესანიშნავად ითამაშა და საქართველოს ნაკრებშიც იწვევდნენ, რაც ალბათ, პოტენციური მყიდველისთვის მნიშვნელოვანი დეტალია. შემდეგ სეზონის შემდეგ კი ვაჭრობა აღარ შედგება, რადგან პარუნაშვილის ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულში იწურება. „ესბიერგის“ სპორტულ დირექტორს, ჯიმი ნაგელს პარუნაშვილის გაყიდვის იმედი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ის პატარა აღარაა და ნაკლებად მიმზიდველ პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად თამაშობს“ – წერს გამოცემა.

პაშა პარუნაშვილი 26 წლისაა. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თბილისის „დინამოდან“ დანიურ კლუბში 2017 წლის 11 თებერვალს თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.