მეოთხე ფეხბურთელი, რომელიც ყოფილ კლუბს დაუბრუნდა - პარუნაშვილი „საბურთალოში“ ითამაშებს #1TVSPORT
მეოთხე ფეხბურთელი, რომელიც ყოფილ კლუბს დაუბრუნდა - პარუნაშვილი „საბურთალოში“ ითამაშებს #1TVSPORT

დანიის „ეისბერგიდან“ წამოსული ლაშა პარუნაშვილი „საბურთალოს“ მაისურს მოირგებს, – ინფორმაციას თბილისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელი ლაშა პარუნაშვილი, რომელიც ბოლოს დანიის „ეისბერგის“ ღირსებას იცავდა, ამიერიდან „საბურთალოს“ მაისურს მოირგებს – კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე შედგა. პარუნაშვილი კლუბის ვარჯიშზე პირველად ხვალ გამოცხადდება“, – წერია „საბურთალოს“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარუნაშვილი ამპლუით ნახევარმცველია. ის 2016 წლიდან დანიური კლუბის ღირსებას იცავდა, იყო 19 და 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელი. 29 წლის ნახევარმცველი საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატია და მისი ფორმით ერთი მატჩი ჩაატარა.

კარიერის განმავლობაში ლაშას 269 ოფიციალური შეხვედრა აქვს ჩატარებული და საერთო ჯამში მინდორზე 20.035 წუთი აქვს გატარებული.

გურამ გოშთელიანის, ბექა ქურდაძისა და გიორგი ჯინჯოლავას შემდეგ, პარუნაშვილი მეოთხე საბურთალოელია, რომელიც თავის ყოფილ კლუბს დაუბრუნდა.