„საბურთალო“ გურამ გოშთელიანმა და ლაშა პარუნაშვილმა დატოვეს #1TVSPORT
„საბურთალო“ გურამ გოშთელიანმა და ლაშა პარუნაშვილმა დატოვეს #1TVSPORT

„საბურთალო“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ორმა ფეხბურთელმა დატოვა, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გუნდი გურამ გოშთელიანმა და ლაშა პარუნაშვილმა დატოვეს. მადლობას ვუხდით მათ „საბურთალოში“ გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ“, – წერია კლუბის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

ორივე მოთამაშე „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. გოშთელიანს ასევე უთამაშია გორის „დილასა“ და „თელავში“. ის 2020-2022 წლებში ბულგარულ „პირინში“ გამოდიოდა. იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი. 26 წლის თავდამსხმელი კარიერას „თელავში“ გააგრძელებს, სადაც 2022 წელსაც თამაშობდა.

ლაშა პარუნაშვილი 2017-2022 წლებში დანიური „ესბიერგის“ მოთამაშე იყო. 30 წლის ნახევარმცველი საქართველოში 2022 წელს დაბრუნდა. იყო საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, ორი მატჩი ჩაატარა ეროვნულ გუნდში. მისი ახალი კლუბი უცნობია.