პარტიის ლიდერთან უთანხმოების გამო, ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტია“ შვიდმა დეპუტატმა დატოვა
დიდი ბრიტანეთის „ლეიბორისტული პარტია“ შვიდმა დეპუტატმა დატოვა. როგორც „ბი-ბი-სი“აღნიშნავს, კანონმდებლებმა პარტიის ლიდერის, ჯერემი კორბინის ბრექსიტთან დაკავშირებული პოზიცია და პარტიის მისამართით გამოთქმული ანტისემიტიზმის ბრალდებები გააპროტესტეს.
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, ჯერემი კორბინის განცხადებით, იმედგაცრუებულია, რომ დეპუტატებმა ვერ შეძლეს იმ პოლიტიკაზე მუშაობის გაგრძელება, რომელმაც 2017 წლის არჩევნებზე მილიონობით ადამიანი შთააგონა.
„ლეიბორისტული პარტიიდან“ გასული დეპუტატები პარლამენტში მუშაობას დამოუკიდებელ ჯგუფად გააგრძელებენ.