პედრო სანჩესმა სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა – „მსგავსი ტრაგედია ესპანეთში აღარ უნდა განმეორდეს, ნათელია, რომ უსაფრთხოების დონე უნდა გავზარდოთ“
მსგავსი ტრაგედია ესპანეთში აღარ უნდა განმეორდეს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მატარებლების შეჯახებასთან დაკავშირებით განაცხადა.
პედრო სანჩესმა მომხდარს საშინელი ტრაგედია უწოდა და საგანგებო სამსახურებს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
პედრო სანჩესმა ასევე სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
„ესპანეთის მთავრობის მთავარი პრიორიტეტია დაზარალებულებზე ზრუნვა, მათთვის დახმარების გაწევა და უზრუნველყოფა, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გადარჩეს“, – განუცხადა ავარიის ადგილზე მყოფმა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს.
ამასთან, პედრო სანჩესის თქმით, მთავრობის მთავარი მიზანი ამჟამად ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენაა.
„უსაფრთხოების სისტემაში ხარვეზები თუ იყო, ცხადია, ისინი უნდა აღმოვფხვრათ. ნათელია, რომ უსაფრთხოების დონე კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ, რადგან მსგავსი ტრაგედია ჩვენს ქვეყანაში აღარ უნდა განმეორდეს“, – აღნიშნა სანჩესმა.
ესპანეთში მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, სულ მცირე, 68 ადამიანი დაიღუპა. მიმდინარე წლის იანვარში ესპანეთის სამხრეთ ნაწილში კიდევ ერთი მასშტაბური სარკინიგზო ავარია მოხდა.