ინდოეთში ციკლონ „არნაბს“ სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ევაკუირებულია 180 000-ზე მეტი პირი

19:45, 28.10.2026

ინდოეთში ციკლონ „არნაბს“ სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ევაკუირებულია 180 000-ზე მეტი პირი. ინფორმაციას გამოცემა „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ინდოეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 180-ზე მეტი სახლი განადგურდა, მოგლეჯილია 200-ზე მეტი ხე. ამასთან, რამდენიმე რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

„ოფიციალურმა პირებმა სკოლაში გადაგვიყვანეს, რომელიც ღამით თავშესაფრად ფუნქციონირებს. მთავრობა ჩვენს დაცვასა და მხარდაჭერას ცდილობს. წვიმის წყლით ის ბრინჯიც კი დასველდა, რომელიც ადრე დაგვირიგეს“, — განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ინდოეთის აღმოსავლეთით შტორმის გამო სკოლების ნაწილი დაიხურა. ასევე, გაუქმდა მატარებლებისა და თვითმფრინავების რეისები.

გაუარესებული ამინდის გამო ნეპალმა ტურისტები გააფრთხილა, რომ მაღალმთიან ადგილებში არ ავიდნენ, რადგან შტორმმა,  შესაძლოა, ძლიერი წვიმა, ქარბუქი და ზვავი გამოიწვიოს.

მსგავსი