პარიზში, რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს, დემონსტრანტებმა გზა გადაკეტეს, ისინი ქალაქ ტრაპში მომხდარ თავდასხმას აპროტესტებენ [ვიდეო]
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ამ წუთებში პარიზში, რესპუბლიკის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე.
აქციის მონაწილეები ქალაქ ტრაპში რასისტულ ნიადაგზე მომხდარ თავდასხმას აპროტესტებენ.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეები რესპუბლიკის მოედნისკენ მიემართებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მოედანზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. მათ განუმარტეს, რომ აქციის გამართვა აკრძალულია.
დემონსტრანტებმა რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გზა გადაკეტეს. ისინი აცხადებენ, რომ პოლიცია მათი გამოხატვის თავისუფლებას არღვევს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმი.
