პარიზში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა
პარიზში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა

პარიზში პალესტინელთა მხარდამჭერი აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს აქციის იმ მონაწილეების მიმართ, რომლებმაც საპროტესტო მსვლელობა აკრძალვის მიუხედავად მაინც გამართეს.

პარიზის გარდა, ასობით ადამიანმა მონაწილეობა მიიღო ადგილობრივი ხელისუფლების ნებართვით გამართულ დემონსტრაციებში საფრანგეთის სხვა ქალაქებში, მათ შორის ლიონსა და მარსელში, სადაც მიტინგები მშვიდობიანად ჩატარდა.

საფრანგეთის დედაქალაქში საპროტესტო აქციის აკრძალვის გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ არეულობის თავიდან აცილების მიზნით მიიღო. პარიზში არასანქცირებულ აქციაზე დაშავდა ერთი სამართალდამცველი. პოლიციამ 44 ადამიანი დააკავა.

საფრანგეთის გარდა, პალესტინელთა მხარდამჭერი აქციები გაიმართა ევროპის სხვა ქვეყნებში, მათ შორის, გერმანიაში, ავსტრიაში, საბერძნეთში, ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში.

დატოვე კომენტარი