პარიზში ლგბტ აქტივისტებმა რასიზმისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის საწინააღმდეგო მსვლელობა გამართეს
პარიზში ლგბტ აქტივისტებმა რასობრივი დისკრიმინაციისა და პოლიციის მხრიდან ძალადობის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ინფორმაციას აქციის შესახებ სააგენტოები „როიტერი“ და „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებენ.
მედიის ცნობით, დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, საფრანგეთის დედაქალაქში პრაიდი ნოემბრისთვის გადაიდო, თუმცა ლგბტ აქტივისტებმა მაინც გამართეს დემონსტრაცია მოძრაობის „შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ მხარდასაჭერად.
მსვლელობამ პარიზის ქუჩებში მშვიდობიანად ჩაიარა.