ფრანგმა სამართალდამცველებმა დღეს, გამთენიისას პარიზში მდებარე ერთ-ერთი უმსხვილესი ლტოლვილთა ბანაკის დაშლა დაიწყეს.
დედაქალაქის მეცხრამეტე უბანში მდებარე ბანაკიდან მიგრანტები დროებით 20 სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდებიან, ვიდრე მათ სტატუსს განსაზღვრავენ.
ბანაკს 1700-მდე ადამიანი აფარებდა თავს.