პალესტინური მედიის ცნობით, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა ღაზის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად
პალესტინური მედიის ცნობით, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა ღაზის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად

სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე ღამით ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის სამიზნე ბანაკის ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა, დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვი და ქალია. თუმცა ავიაიერიშთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია ისრაელის მხარეს.

ღამის განმავლობაში ისრაელის მიმართულებით რვა რაკეტა გაუშვეს ღაზიდან, ექვსი მათგანი საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ გააუვნებელყო.