კონგოში ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა

09:13, 20.09.2019

კონგოში ლტოლვილთა ბანაკზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 28 ადამიანი ემსხვერპლა.

იძულებით გადაადგილებულ პირთა ბანაკზე იერიში ითურის პროვინციაში ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიიტანეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ გაერო-ს მისიის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდასხმის მიზეზი თემთა შორის დაპირისპირებაა, რასაც ზაფხულის პერიოდიდან მოყოლებული 200 -ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 300 000 პირი კი იძულებული გახდა, საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.

მსგავსი