პარიზში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძარია

პარიზში, მე-19 უბანში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში ძლიერი ხანძარია.

როგორც მედიასთან თვითმხილველები საუბრობენ, მათ აფეთქების ხმა გაიგეს.

ამჟამად ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.