პარაფარიკაობა | საქართველოს ნაკრების 7 მედალი პიზის მსოფლიო თასის გათამაშებაზე #1TVSPORT
საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები, პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამშობლოში 7 მედლით ბრუნდება. ჩვენმა პარამოფარიკავეებმა სამ დისციპლინაში (ხმალი, რაპირა, დაშნა, A და B კატეგორიები) იასპარეზეს.
აღსანიშნავია, რომ დაშნაში პირველად გამოვიდნენ და მაღალი შედეგი ანახეს.
ირმა ხეცურიანი – ხმლით და რაპირით ფარიკაობაში ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
გვანცა ზადიშვილმა – ხმალში ვერცხლი აიღო.
ნინა თიბილაშვილმა – ხმალში, რაპირაში და დაშნაში – სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ტურნირის დასასრულს, ნაკრებმა გუნდურში რაპირით ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო.
პიზის 2021 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების ანგარიშზე 7 მედალია.