პარაფარიკაობა | საქართველოს ნაკრების 7 მედალი პიზის მსოფლიო თასის გათამაშებაზე #1TVSPORT
პარაფარიკაობა | საქართველოს ნაკრების 7 მედალი პიზის მსოფლიო თასის გათამაშებაზე #1TVSPORT

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები, პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამშობლოში 7 მედლით ბრუნდება. ჩვენმა პარამოფარიკავეებმა სამ დისციპლინაში (ხმალი, რაპირა, დაშნა, A და B კატეგორიები) იასპარეზეს.

აღსანიშნავია, რომ დაშნაში პირველად გამოვიდნენ და მაღალი შედეგი ანახეს.

ირმა ხეცურიანი – ხმლით და რაპირით ფარიკაობაში ორი ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გვანცა ზადიშვილმახმალში ვერცხლი აიღო.

ნინა თიბილაშვილმა – ხმალშირაპირაში და დაშნაში – სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის დასასრულს, ნაკრებმა გუნდურში რაპირით ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი აიღო.

პიზის 2021 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრების ანგარიშზე 7 მედალია.

დატოვე კომენტარი