ყაზახეთში გამართულ პარაძიუდოს მსოფლიო თასზე ქართველმა პარასპორტსმენმა ზვიად გოგოჭურმა პირველობა არავის დაუთმო და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველმა სპორტსმენმა 100 კგ. წონით კატეგორიის ფინალურ ორთაბრძოლაში დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი სემ ინგრამი დაამარცხა.
ტურნირზე ქართულმა დელეგაციამ კიდევ ორი მედალი მოიპოვა. 66 კგ. წონით კატეგორიაში ბრინჯაოს პრიზიორი გიორგი გამჯაშვილი გახდა, ხოლო 81 კგ. წონით კატეგორიაში ამავე სინჯის მედალი ავთანდილ კირკიტაძემ დაიმსახურა.