საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ტოკიოს გრან პრიზე ერთი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრებმა ტოკიოს გრან პრიზე ერთი ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ტოკიოში გამართულ გრან პრიზე პარაძიუდოში საქართველოს ნაკრებმა ხუთი მედალი მოიპოვა. დღეს რევაზ ჩიკოიძემ (+90კგ) ფინალურ დაპირისპირებაში ყაზახ მოწინააღმდეგეს სძლია და საქართველოს ნაკრებს ტურნირზე პირველი ოქროს მედალი მოუტანა. დღესვე შეჯიბრებაზე პარაძიუდოისტები ზვიად გოგოჭური და ინა ქალდანი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ.

გრან პრიზე მესამე ადგილისთვის ქართული დაპირისპირება გაიმართა – გოგოჭურმა (-90კგ.) ყიზილაშვილი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 4 დეკემბერს, ტურნირის პირველ დღეს ნუკრი მიღრიჯანაშვილი და გიორგი ქალდანი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.