პარაძიუდო | გოგოჭური მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია - ქალდანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაძიუდო | გოგოჭური მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია - ქალდანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პარაძიუდოში დღეს ქართველმა პარასპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს. ინა ქალდანმა (-70 J2) ბრინჯაოს, ხოლო ზვიად გოგოჭურმა (-90 J2) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქალდანმა მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილზე მყოფი, კანადელი პარაძიუდოისტი მიშელ იორგენსენი ეფექტური გდებით იპონით დაამარცხა.

გოგოჭურმა ტურნირზე ყველა ორთაბრძოლა იპონით მოიგო და ფინალში გავიდა. ოქროს მედლისთვის დაპირისპირება ქართველმა პარაძიუდოისტმა ფრანგ ელიოს ლატშუმანაისთან დათმო.

მსოფლიო პირველობის ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ეროვნული ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია, ქალდანის ბრინჯაოს და გოგოჭურის ვერცხლის გარდა, პირველ დღეს ბრინჯაო ზურაბ ზურაბიანია (-60 J2) მოიპოვა.

საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ბაქოს მსოფლიო ჩენპიონატზე ასპარეზობას გუნდური შეჯიბრით დაასრულებს.