პაპუნაშვილს ესპანეთში დარჩენა სურს - მან პორტუგალიური, ბერძნული და ბელგიული გუნდების ვარიანტები უარყო
პაპუნაშვილს ესპანეთში დარჩენა სურს - მან პორტუგალიური, ბერძნული და ბელგიული გუნდების ვარიანტები უარყო
„პაპუნაშვილი და „რეალ სარაგოსა“ მიღებულ წინადადებებს განიხილავენ“ – ამ სათაურით წერილს ესპანური გამოცემა „ჰერალდო“ აქვეყნებს.
 
გამოცემის ცნობით, კლუბმა პაპუნაშვილზე საკმაოდ ბევრი წინადადება მიიღო. ქართველს კი ესპანეთში დარჩენა სურს.
„არაგონული კლუბი იმ წინადადებების დადებით და უარყოფით მხარეებს განიხილავს, რომლებიც გიორგი პაპუნაშვილმა ბოლო საათებში მიიღო. პაპუნაშვილის მიმართ სატრანსფერო ბაზარზე კარგი მოთხოვნაა, განსაკუთრენით ლა ლიგა2-ში, „სარაგოსა“ აფასებს შემოთავაზებებს – დაინტერსებულები არიან „მირანდესი“, „ექსტრემადურა“, „ლუგო“, „რასინგი“, „ტენერიფე“. ამავე დროს, პორტუგალიიდან ინტერესი გამოავლინეს „ჟილ ვისენტემ“ და „ტონდელამ“. ამ უკანასკნელს ავარჯიშებს ნაჩო გონსალესი, მწვრთნელი, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი ორი წლის წინ „სარაგოსაში“ აიყვანა“ – წერს ესპანური გამოცემა.
„ჰერალდოს“ ცნობით, ქართველი გუნდიდან წავა, მაგრამ საამისოდ, პაპუნაშვილი და „სარაგოსა“ არჩევენ არა მხოლოდ ახალ გუნდს, არამედ, წასვლის დროსაც: „კლუბს სურს, რომ მინიმუმ ქართველმა ტარაგონას „ჰიმნასტიკთან“ ითამაშოს – პომპოს წასვლით, კლუბს მოთამაშეთა რაოდენობის შემცირება არ აწყობს იმ დროს, როდესაც საშეჯიბრო კალენდარი გადატვირთულია. „სარაგოსა“ქართველ ნახევარმცველს დათმობს, მაგრამ შემცვლელს არ იყიდის. პაპუნაშვილი მაღალი სპორტული ღირებულების მოთამაშეა, იმისდა მიუხედავად, რომ გასულ სეზონში, ფიზიკურად და ტრავმების გამო, შორს იყო იმ დონისგან, რასაც ადრე აჩვენებდა. ამიტომ, უპირველესად, ახლა მოთამაშეს სჭირდება სათამაშო წუთები, რათა პროდუქტიულობა გაზარდოს“.
პაპუნაშვილმა კლუბს უკვე აცნობა, თუ რატომ სურს, იჯარით ესპანეთის მეორე დივიზიონში ითამაშოს: „მან პორტუგალიური, ბერძნული და ბელგიული გუნდების ვარიანტები უარყო. როგორც ფეხბურთელი, ასევე „სარაგოსა“ ყველაზე მოსახერხებელ გამოსავალს ეძებენ. ამ მხრივ, ყურადღება ეთმობა არა მხოლოდ იმ წუთების გარანტიას, რომელსაც გუნდი პაპუნაშვილს უნდა მისცემს, არამედ გუნდის სათამაშო სტილსა და სათამაშო მოდელს. ნებისმიერ შემთხვევაში, ნაკლებად სავარაუდოა, რომ პაპუნაშვილის წასვლით გუნდმა სახელფასო ბიუჯეტიდან დიდი თანხა გამოათავისუფლოს, რადგან ის საშუალო და დაბალი ხელფასის მქონე მოთამაშეთა კატეგორიაშია. საინტერესოა, რომ ფიზიკური პრობლემების გამო, პაპუნაშვილმა წლის პირველი ვარჯიში კი გამოყოვა, მაგრამ ხუთშაბათს იგივე დატვირთვით ემზადებოდა, როგორც მისი თანაგუნდელები და გამოჩნდა, რომ თავს უკეთ გრძნობს“.