პაპუნაშვილი „აპოლონში“ გადავიდა
პაპუნაშვილი „აპოლონში“ გადავიდა

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი კარიერას კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერ ლიმასოლის „აპოლონში“ გააგრძელებს – ინფორმაცია კლუბის პრესსამსახურმა დაადასტურა.

„ზამთრის პირველი სატრანსფერო შეთანხმება მიღწეულია – „აპოლონი“ აცხადებს, რომ ქართველი ნახევარმცველის გიორგი პაპუნაშვილის (02-09-1995) შეძენის შესახებ „რეალ სარაგოსასთან“ ხელშეკრულება გაფორმებულია. ფეხბურთელი კვიპროსში სავარაუდოდ უახლოეს დღეებში ჩამოვა, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და 18-თვიან შეთანხმებას ხელი მოაწეროს. ლიმასოლის „აპოლონი“ ფეხბურთელს წარმატებებს უსურვებს ჩვენი გუნდის მაისურით“, – წერია „აპოლონის“ ოფიციალურ გვერდზე.

კვიპროსული მედიის მტკიცებით, გიორგი პაპუნაშვილთან „რეალ სარაგოსას“ კონტრაქტი არ გაუწყვეტია, არამედ, ესპანელებმა კვიპროსელებთან საიჯარო ხელშეკრულება გააფორმეს.

რამდენიმე დღის წინ ესპანურმა მედიამ დაწერა, რომ პაპუნაშვილი „რეალ სარაგოსას“ ტექნიკური მენეჯმენტის გეგმებში არ ჯდებოდა – მან ამ სეზონში სულ 54 წუთი ითამაშა. აქვე ვიტყვით, რომ ზაფხულში თემურ ქეცბაიას პაპუნაშვილის „ანორთოსისში“ გადაყვანა სურდა.

დატოვე კომენტარი