ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი პაოლო მალდინი, შესაძლოა, საუდის არაბეთის კლუბის „ალ-იტიჰადის“ ახალი სპორტული დირექტორი გახდეს. ის მთავარ კანდიდატად მიიჩნევა ამ პოსტზე.
როგორც იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, მალდინი უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება თავის მომავალზე.
შეგახსენებთ, რომ პაოლო მალდინი ამა წლის 6 ივნისს დაითხოვეს „მილანის“ ტექნიკური დირექტორის პოსტიდან, რომელსაც 2019 წლიდან იკავებდა.
რამდენიმე დღის წინ „ალ-იტიჰადის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაუშვეს პორტუგალიელი სპეციალისტი ნუნუ ეშპირიტუ სანტო.