პაოლო მალდინი - მე ისტორიაში ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი ვარ
პაოლო მალდინი - მე ისტორიაში ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი ვარ

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა, „მილანის“ ყოფილმა კაპიტანმა პაოლო მალდინიმ უპასუხა შეკითხვას – კარიერის რომელმა მატჩმა დაუტოვა მას ყველაზე დიდი იმედგაცრუება.

„მე ვარ ყველაზე დიდი უიღბლო და წარუმატებელი მოთამაშე ფეხბურთის ისტორიაში. მე ბევრი მოვიგე, მაგრამ დავთმე ჩემპიონთა ლიგის სამი ფინალი, ევროპის ერთი სუპერთასი, სამი საკონტინეტთაშორისო თასი, მსოფლიოს ერთი ჩემპიონატი და ევროპის ჩემპიონატის ერთი ფინალი,“ – განაცხადა მალდინიმ „ინსტაგრამის“ პირდაპირ ეთერში.

იტალიელის მიერ ჩამოთვლილი ფინალების სია:

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატი (ბრაზილიასთან 0:0, პენალტებით 2:3);

ევრო 2000 (საფრანგეთთან 1:2);

1993 წლის ჩემპიონთა ლიგა („მარსელთან“0:1);

1995 წლის ჩემპიონთა ლიგა („აიაქსთან“ 0:1);

2005 წლის ჩემპიონთა ლიგა („ლივერპულთან“ 3:3, პენალტებით 2:3);

1993 წლის სუპერთასი („პარმასთან“ 1:2);

1993 წლის საკონინტენტთაშორისო თასი („სან პაულუსთან“ 2:3);

1994 წლის საკონინტენტთაშორისო თასი („ველეს სარსფილდთან“ 0:2);

2003 წლის საკონინტენტთაშორისო თასი („ბოკა ხუნიორსთან“ 1:3).

პაოლო მალდინის მოგებული აქვს ხუთი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ოთხი სუპერთასი, ორი საკონტინენტთაშორისო თასი, საკლუბო მსოფლიოს თასი, იტალიის ჩემპიონის შვიდი ტიტული, იტალიის ხუთი სუპერთასი და იტალიის ერთი თასი.