„მილანს“ 0.5+1 სქემით ჯანლუიჯი ბუფონის გაფორმება სურს - 28 იანვარს ლეგენდა 45 წლის გახდება #1TVSPORT
„მილანს“ 0.5+1 სქემით ჯანლუიჯი ბუფონის გაფორმება სურს - 28 იანვარს ლეგენდა 45 წლის გახდება #1TVSPORT

იტალიური პრესის ინფორმაციით, „მილანს“ ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის გაფორმება სურს.

დღეისთვის ბუფონი „პარმას“ შემადგენლობაში სერია B-ში თამაშობს და როგორც იტყობინებიან, „მილანი“ დაინტერესებულია ვეტერანის გადაბირებით, რადგან ტრავმის გამო ჯერ ვერ ახერხებს მილანელთა შემადგენლობაში დაბრუნებას მაიკ მენიანი.

გამოცემა Calcio Style-ის მონაცემებით, „მილანის“ ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი დაუკავშირდა ბუფონს იტალიის თასის მატჩის შემდეგ, რომელშიც „პარმა“ „ინტერს“ ხვდებოდა. მალდინის სურდა, გაეგო, მზად არის თუ არა ლეგენდარული მეკარე იტალიის ჩემპიონის რიგებში სათამაშოდ.

ვარაუდობენ, რომ „მილანი“ ბუფონს ექვსთვიან გარიგებას შესთავაზებს, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

ჯერჯერობით უცნობია ამ შეთავაზებაზე თავად მეკარის რეაქცია. აღვნიშნავთ, რომ 28 იანვარს ბუფონს 45 წელი უსრულდება.