პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელთა ცნობით, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში ერთადერთი კოვიდლაბორატორია დაზიანდა
პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელთა ცნობით, ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში ერთადერთი კოვიდლაბორატორია დაზიანდა

ისრაელის ავიაიერიშის შედეგად, ღაზას სექტორში მდებარე ერთადერთი კოვიდლაბორატორია ნაწილობრივ დაინგრა. ამის შესახებ ინფორმაცია პალესტინის ავტონომიის წარმომადგენელმა გაავრცელა.

როგორც ისრაელის მედია წერს, დანგრეული კლინიკა ერთადერთია, სადაც „კოვიდ-19“-ის ტესტებს ატარებდნენ. დაბომბვის შემდეგ, კლინიკამ მუშაობა შეაჩერა. იერიშის შედეგად, ასევე დაზიანდა ყატარის წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის შენობა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, ღაზას სექტორში მცხოვრები ორი მილიონი ადამიანიდან ვირუსი 103 ათასს დაუდასტურდა. ადგილზე ჩაიტანეს „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 122 000 დოზა.