ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონის მენი პაკიაოს პრომოუტერმა შონ გიბონსმა ფილიპინელი მოკრივის მთავარი მიზანი დაასახელა.
„თურმანთან რევანში? აქ არაფერია დასამტკიცებელი. თურმანმა უკვე მიიღო შანსი. თამაში დამთავრებულია. ვისთან რევანში? ჰორნთან? კიდევ ერთი სასოწარკვეთილი ბიჭი. ჩვენ მხოლოდ მეივეზერთან გვჭირდება რევანში”, – განაცხადა გიბონსმა BoxingScene-თან კომენტარში.
პაკიაოსა და მეივეზერის პირველი ბრძოლა 2015 წლის 2 მაისს გაიმართა. მაშინ მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ამერიკელმა მოკრივემ გაიმარჯვა.