მენი პაკიაოს ბრძოლა ეროლ სპენსთან ჩაიშალა #1TVSPORT
მენი პაკიაოს ბრძოლა ეროლ სპენსთან ჩაიშალა #1TVSPORT

დაანონსებული ბრძოლა ფილიპინელ მენი პაკიაოსა და ნახევრადსაშუალო წონაში WBA-სა და IBF-ის ჩემპიონს ეროლ სპენსს შორის არ გაიმართება. ბრძოლა 21 აგვისტოს იყო დაგეგმილი, მაგრამ სპენსი ვერ შეძლებს რინგზე გასვლას თვალთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ბძროლის წინ ჩატარებულმა გეგმიურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ სპენსს მარცხენა თვალის ბადურა აქვს დაზიანებული, – იტყობინება Yahoo! Sports.

„ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რომ ვერ შევძლებ 21 აგვისტოს მენი პაკიაოსთან ბრძოლას. სამწუხაროდ, ექიმებმა ჩემს მარცხენა თვალში პრობლემა აღმოაჩინეს. მათ დაასკვნეს, რომ სასწრაფოდ ოპერაციაა ჩასატარებელი და არ შემიძლია ასეთ მდგომარეობაში ჩხუბი. მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო“, – თქვა სპენსმა.

როგორც ირკვევა, ახლა პაკიაო სპენსის ნაცვლად კუბელ იორდენის უგასს დაუპირისპირდება, რომელიც WBA-ის ჩემპიონია ნახევრადსაშუალო წონაში.