„ვაშინგტონის“ კაპიტანმა ალექსანდრ ოვეჩკინმა რეგულარული ჩემპიონატის მატჩში არიზონასთან შეასრულა კარში დარტყმა, რომელიც მეხუთიათასე აღმოჩნდა მისთვის.
ამისათვის რუსს დაჭირდა 1031 მატჩი, რაც ყველაზე სწრაფი მაჩვენებელია ლიგაში. წინა რეკორდი ეკუთვნოდა მარსელო დიონის, რომელსაც 5000 დარტყმისთვის 1215 თამაში დასჭირდა. მთლიანად, ლიგაში შესრულებულ დარტყმებში, ოვეჩკინი მე-9 ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე რეი ბურკია (6209დარტყმა), მეორეზე – იარომირ იაგრი (5637), მესამე პოზიციაზე კი -დიონი (5363).