ოვეჩკინმა იჩხუბა ვუდთან, რომელისთვისაც ავტოგრაფი აქვს მიცემული (ვიდეო)
„ვაშინგტონის“ თავდამსხმელი ალექსანდრე ოვეჩკინი რეგულარულ ჩემპიონატში „ნიუ ჯერსისთნ“ თამაშში მომხდარი ჩხუბის მონაწილე გახდა.
33 წლის რუსმა მუშტი-კრივი გააჩაღა მაილს ვუდთან. ყინულზე შეტაკების შემდეგ, რომელშიც ოვეჩკინი და ვუდიც მონაწილეობდნენ, ჰოკეისტებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დაწყებამდე, დედაქალაქელების პრესს-სამსახურის თანამშრომლებმა გაიხსენეს ის ფაქტი, როცა ორი წლის წინ ვუდი NHL-ში არ გამოდიოდა და ოვეჩკინისგან ავტოგრაფს იღებდა.