„ვაშინგტონის“ თავდამსხმელმა ალექსანდრ ოვეჩკინმა გაიხსენა, თუ როგორ გაიცნო ნაციონალური ჰოკეის ისტორიაში საუკეთესო სნაიპერი უეინ გრეცკი.
„როდესაც სერგეი კოჩაროვმა მითხრა, რომ უეინ გრეცკისთან და მის ოჯახთან სადილობის შესაძლებლობა მექნებოდა, ძალიან გამიხარდა. მე მასთან ბევრი კითხვები მქონდა: იმ დროზე, როცა ის თამაშობდა, თუ როგორი იყო მისი ასპარეზობისას მთლიანობაში ჰოკეი. მე და ჩემმა მეუღლემ გრეცკი ოჯახთან ერთად გავიცანით და შოკირებულები დავრჩით. ისინი ძალიან სასიამოვნო და უშუალო ადამიანები არიან. ბავშვობიდან ვოცნებობდი მისთვის ხელი ჩამომერთმია და ახლაც კი უეინთან ტელეფონით საუბარი ჩემთვის დიდი პრივილეგიაა“ – განაცხადა ოვეჩკინმა გრეცკისთან ერთობლივ ეთერში #HockeyAtHome-თან.