ოთხი ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მეოთხედფინალში #1TVSPORT
იტალიის ქალაქ ოლბიაში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დასკვნით დღეს, ქართველმა ძიუდოისტებმა წარმატებული სტარტი აიღეს.
ორ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ოთხივე სპორტსმენი – ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე 100 კგ) და საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი მეოთხედფინალში იჭიდავებენ (ორივე +100 კგ).
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ყულაბაში უკვე ორი ოქროს მედალია. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ) გახდნენ.