ოთარ გიორგაძე „ბრივის“ თვის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს
ოთარ გიორგაძე „ბრივის“ თვის საუკეთესო მორაგბედ დაასახელეს

ქართველი მესამეხაზელი ოთარ გიორგაძე საფრანგეთის „ტოპ 14“-ის კლუბ „ბრივის“ თვის საუკეთესო მორაგბედ ამავე გუნდის გულშემატკივრებმა აღიარეს. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„თქვენი ხმების წყალობით, „ბრივის“ თვის საუკეთესო მორაგბედ ოთარ გიორგაძე მივიჩნიეთ. მან გადაასწრო თანაგუნდელებს – მატიო ვუასინს, სო’ოტალა ფა’ასო’ო და კარლენ ასიეშვილს.

წინა ორი თვის გამარჯვებულები ტომა ლარანჯეირა და ჟულიენ ბლანი იყვნენ. ერთად დავასახელოთ იანვრის თვის საუკეთესო მორაგბეც“, – წერია ვებგვერდზე.