ქალთა ევროპის ჩემპიონატის მედია გუნდში სფფ-ის წარმომადგენელი მუშაობს #1TVSPORT
ქალთა ევროპის ჩემპიონატის მედია გუნდში სფფ-ის წარმომადგენელი მუშაობს #1TVSPORT

ინგლისში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატზე მედია ჯგუფის საქმიანობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მედიაოფიცერი, პირველი არხის ყოფილი ჟურნალისტი ოთარ გიორგაძე იყო ჩართული.

ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, უეფა-ს პროგრამის ფარგლებში, ოთარ გიორგაძე, საერთაშორისო მედია გუნდთან ერთად, ქალაქ ლიში, მანჩესტერსა და როტერჰემში, ჯგუფური ეტაპის ორი და ორი მეოთხედფინალური შეხვედრის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

ოთარ გიორგაძე, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მედიაოფიცრის პოზიციაზე 2012 წლიდან მუშაობს, ხოლო 2015 წლიდან უეფა-ს მედია კომიტეტის წევრია. სფფ-ის წარმომადგენელმა 17 ივლისს, შვედეთი – პორტუგალიის, 18 ივლისს, იტალია – ბელგიის, 22 ივლისს, შვედეთი – ბელგიის და 23 ივლისს, საფრანგეთი – ნიდერლანდების მატჩებზე იმუშავა.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატამდე, რომელიც 2023 წლის ივნისში საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება, ინგლისში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატი ყველაზე მასშტაბური სანაკრებო ტურნირია.

ქალთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კიდევ ერთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. უეფა-ს გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატის ოთხი მატჩის დელეგატი თამარ ჭიჭინაძე იყო.