ოსტერსუნდში ბიატლონის მსოფლიო თასის პირველი ეტაპი გაიმართა #1TVSPORT
27 ნოემბერს სტარტი აიღო 2021-2022 წლების სეზონის მსოფლიო თასმა ბიატლონში. პირველ ეტაპი შვედურ ქალაქ ოსტერსუნდში გაიმართა. მსოფლიო თასის სასტარტო რბოლა ქალების ინდივიდუალური 15კმ-იანი გარბენი გახლდათ, რომელიც ძალიან საინტერესოდ წარიმართა და საბოლოოდ, ჩეხი მარკეტა დავიდოვას გამარჯვებით დასრულდა.მეორე ადგილზე ავსტრიელი ლიზა ჰაუსერი გავიდა, ხოლო მესამე საპრიზო პოზიცია გერმანელმა დენის ჰერმანმა დაიკავა.
ამავე დღეს გაიმართა ინდივიდუალური რბოლა კაცებში 20კმ-ზე, რომელიც ნორვეგიელმა სტურლა ლეაგრეიდმა დამაჯერებლად მოიგო. მეორე ადგილი ასევე ნორვეგიელმა ტარე ბომ დაიკავა, მესამეზე კი ფრანგი სიმონ დესტიე გავიდა.
მსოფლიო თასის 2021/2022 წლების სეზონის პირველი ეტაპის მეორე დღესაც ორი რბოლა – სპრინტი ქალებში 7.5კმ-ზე და სპრინტი კაცებში 10კმ-ზე გაიმართა. ქალების გარბენში პირველობა არავის დაუთმო შვედმა ჰანა ოებერგმა, სპრინტში მეორე ადგილზე ფრანგი ანაის შევალიე გავიდა, მესამე ადგილი კი ნორვეგიელმა მარტა როსელანდმა დაიკავა. ამავე დისციპლინაში კაცებში 10კმ-ზე რბოლა მასპინძელმა სებასტიან სამუელსონმა მოიგო, მეორე პოზიციაზე ნორვეგიელი ვეტლე კრისტიანსენი გავიდა, მესამე ადგილი კი მსოფლიო თასის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებულმა, ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ დაიკავა.
ოსტერსუნდში გამართული პირველი ეტაპის შემდეგ საერთო პირად ჩათვლში კაცებში 88-88 ქულით ნორვეგიელი იოჰანეს ბო და ფრანგი სებასტიან დესტიე ლიდერობენ, ქალებში კი 86-86 ქულით პირველ ადგილს ჩეხი დავიდოვა და ბელარუსი ალიმბეკოვა იყოფენ.
მსოფლიო თასის მეორე ეტაპი კვლავ ოსტერსუნდში 2-5 დეკემბერს გაიმართება.