პარაწოლჭიმი | თემო დადიანმა თბილისის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარაწოლჭიმი | თემო დადიანმა თბილისის თასზე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT

თბილისში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარაწოლჭიმში საქართველოს ნაკრების წევრმა თემო დადიანმა (65 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა 115 კგ დაძლია და პირველი ადგილი არავის დაუთმო.

მსოფლიო თასი 29 აპრილს დაიწყო და პირველი მაისის ჩათვლით გაგრძელდება. თბილისის შეჯიბრება პარიზის 2024 წლის პარალიმპიური თამაშების წინასაკვალიფიკაციო ტურნირია.

მსოფლიო თასის ორგანიზატორი საქართველოს პარალიმპიური კომიტეტია, ტურნირის მხარდამჭერები კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია და საზოგადოებრივი მაუწყებელი არიან.