პარაწოლჭიმი | აკაკი ჯინჭარაძემ და მაკა კვინჩიამ მსოფლიო თასზე ოქროს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT
პარაწოლჭიმი | აკაკი ჯინჭარაძემ და მაკა კვინჩიამ მსოფლიო თასზე ოქროს მედლები მოიპოვეს #1TVSPORT

მექსიკის ქალაქი ვერაკრუზი პარაწოლჭიმში მსოფლიო თასს მასპინძლობს. აკაკი ჯინჭარაძემ მძიმე წონით კატეგორიაში (+107კგ) საერთო ჯამში 226 კგ. დაძლია და პირველ ადგილზე გავიდა. ჩვენმა პარასპორტსმენმა 215, 221კგ ასწია და სამი მოძრაობის ჯამშიც პირველი ადგილი დაიკავა.

წარმატებულად იასპარეზე კიდევ ერთმა ქართველმა პარასპორტსმენმა. მაკა კვინჩიამ (61კგ წონა) ახალგაზრდებში 65კგ დაძლია და საერთო და სამი მოძრაობის ჯამში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

ნათია გამიდოვამ (-67კგ). წონაში 55კგ. დაძლია და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. გამიდოვამ თავისი შედეგებით (55,50კგ) სამი მოძრაობის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა.

გიორგი ლაცაბიძემ (+107კგ) წონით კატეგორიაში, საერთო ჯამში 225კგ. ასწია და ვერცხლის მედალი მოიპოვა. მან ტურნირის მსვლელობისას 205, 215კგ. ჩათვალა და სამი მოძრაობის ჯამშიც მეორე ადგილზე გავიდა.

იაგო გორგოძემ (+107კგ). წონით კატეგორიაში საერთო ჯამში 180კგ. დაძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ტურნირზე გორგოძემ 170,175 კგ. ჩათვალა და სამი მოძრაობის ჯამშიც მესამე ადგილი დაიკავა.

შოთა ომარაშვილი და ნინო საბაშვილი ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. შოთა ომარაშვილმა (-72კგ) 153კგ. ასწია და მესამე ადგილზე გავიდა. ამავე ტურნირზე ნინო საბაშვილმა (-73კგ) 50 და 53კგ. ჩათვალა, წონების შეკრების ჯამში 103 კგ. დააფიქსირა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

საქართველოს პარაწოლჭიმის ნაკრები გუნდი აგრძელებს ასპარეზობას მსოფლიო თასის გათამაშებაზე.