ნინა თიბილაშვილმა კარდიფის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა  #1TVSPORT
ნინა თიბილაშვილმა კარდიფის მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა  #1TVSPORT

საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა 2024 წლის პირველ მსოფლიო თასზე.

უელსის დედაქალაქ კარდიფში დასრულებულ მსოფლიო თასის გათამაშებაზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური დაპირისპირება ჩინელ გუსთან წააგო და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ კარდიფის მსოფლიო თასზე გამომსვლელი ირმა ხეცურიანი ხმლით ფარიკაობაში ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ირმა ხეცურიანის ბრინჯაო მიმდინარე წელს პირველი პარალიმპიური მედალი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელი სარეკორდო იყო პარალიმპიური კომიტეტისთვის – მათ ანგარიშზე 120 მედალია.