8 და 11 ნოემბერს საქართველოს ქალთა ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. ლევან ბაჯელიძის გუნდი თურქეთს დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრა თბილისში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შედგება.
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა შეხვედრებისთვის მზადება 2 ნოემბერს დაიწყო და 20 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. დღეს ნაკრებმა სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ღია ვარჯიში ჩაატარა.. საინტერესოა, რომ გუნდში უჩვეულოდ ბევრი ლეგიონერია – თურქეთიდან, გერმანიიდან, ნორვეგიიდან, უკრაინიდან.
მეკარეები: თეონა სუხაშვილი (ერეგლი ბელედიესპორი, თურქეთი), თათია გაბუნია (ლანჩხუთი), თამარ ნადირაშვილი
მცველები: ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კალანდაძე (ორივე – ლანჩხუთი), თამარ ქველიძე (კარლსრუე, გერმანია), თამარ ტატუაშვილი (ჰაკარიგუჯუ სპორი, თურქეთი), ანა ზაქაიძე (ნიკე, თბილისი), ნათია სხირტლაძე (ნიკე, თბილისი), ნინო სუთიძე
ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი, თეონა თოდაძე (ორივე – ნიკე, თბილისი), თეონა ბაქრაძე (ჰაკარიგუჯუ სპორი, თურქეთი), თამარ დოლიძე (დინამო, ბათუმი), მარიამ დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (სანდვიკენი, ნორვეგია), თამთა შენგელია (მართვე, ქუთაისი)
თავდამსხმელები: ხატია ჭყონია (ქონაქი ბელედიესპორი, თურქეთი), ლელა ჭიჭინაძე (იედნისტი, უკრაინა), ნათელა წოწერია (ლანჩხუთი)