ორი ამხანაგური ჩეხებთან - 19-წლამდელთა ნაკრები ოსტრავაშია
ორი ამხანაგური ჩეხებთან - 19-წლამდელთა ნაკრები ოსტრავაშია

საქართველოს 19-წლამდელტა ნაკრებმა მორიგი შეკრება დაიწყო. რამაზ სვანიძის გაწვრთნილები ჩეხეთის თანატოლთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებენ. შეხვედრები 6 და 8 აგვისტოს ოსტრავაში გაიმართება.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები უკვე ოსტრავაშია. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 20 ფეხბურთელი შეარჩია:

მეკარეები: ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), რევაზ ლომიძე (ლოკომოტივი);

მცველები: ლაშა აწყურელი, სანდრო მელიქიშვილი, თორნიკე ჯანგიძე, სანდრო კალანდაძე (ყველა – დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), დავით სამსონია (დინამო ბთ);

ნახევარმცველები: ირაკლი აზაროვი, გიორგი ლომინაძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი, თორნიკე ასკურავა, ბექა ხარაიშვილი (ყველა – საბურთალო), ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), გივი მუკბანიანი (ტორპედო);

თავდამსხმელები: ლადო ჩიხრაძე (მადრიდის ატლეტიკო, ესპანეთი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).