19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა #1TVSPORT
19-წლამდელთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრები პორტუგალიაში გაემგზავრა, სადაც 11-16 ნოემბერს ლოუზადას საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ვასილ მაისურაძის გუნდი ტურნირის ფარგლებში დანიის და მასპინძელი პორტუგალიის 19-წლამდე გუნდებს დაუპირისპირდება. მატჩებს, 11-დან 16 ნოემბრამდე, პორტუგალიის ქალაქი – ლოუზადა უმასპინძლებს, რომელიც პორტუს რეგიონში მდებარეობს.

19:00 | 11 ნოემბერი – პორტუგალია V საქართველო | ლოუზადა, პორტუგალია

19:00 | 13 ნოემბერი – საქართველო V დანია | ლოუზადა, პორტუგალია

15:00 | 16 ნოემბერი – პორტუგალია V დანია | ლოუზადა, პორტუგალია

19-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვასილ მაისურაძემ გუნდში 20 ფეხბურთელი გამოიძახა.

U19 | საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი (დინამო ბათუმი), ლევან თანდილაშვილი (თელავი).

მცველები: დავით გოგოტიშვილი, მუხრან ბაგრატიონი, თორნიკე დუნდუა, ლუკა სალუქვაძე, ნიკოლოზ უგრეხელიძე (ყველა – დინამო თბილისი), გიორგი ჩხეტიანი (ბრაგა, პორტუგალია), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი)

ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი, გიზო მამაგეიშვილი, გეგი გეგუჩაძე, ლუკა წულუკიძე (ყველა – საბურთალო), ნიკა ცხოვრებაშვილი, ნიკა სიხარულაშვილი (ორივე – დინამო თბილისი), ლუკა კეკელიძე (ლოკომოტივი თბილისი)

თავდამსხმელები: გიორგი აბუაშვილი (პორტუ, პორტუგალია), გიორგი გვიშიანი (გაგრა), ჯადული იობაშვილი (დინამო თბილისი), გიორგი კვერნაძე (საბურთალო).

ჩვენმა 19-წლამდელებმა 6-12 ოქტომბერს, ნორვეგიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

პორტუგალიის ასაკობრივი გუნდი, 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ბოლო სამი გათამაშების ფინალისტია – 2017 და 2019 წლებში ფინალში დამარცხდა, ხოლო 2018 წელს იტალია დაამარცხა და ჩემპიონობის მოპოვება შეძლო.

დანიელმა 19-წლამდელებმა, 6-12 ოქტომბერს გამართული საკვფალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი საქართველოს მსგავსად პირველ ადგილზე დაასრულეს. დანიამ ჯგუფში ყაზახეთს, ჩრდილოეთ ირლანდიას და მასპინძელი ჩეხეთის ნაკრებებს აჯობა.

ელიტ რაუნდი 19-წლამდელებს გაზაფხულზე ელით, ხოლო ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი სლოვაკეთში, 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე გაიმართება.