არველაძე ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია - გუნდი მოლდოვასთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT
არველაძე ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელია - გუნდი მოლდოვასთან ამხანაგურ მატჩებს გამართავს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები 7 და 8 თებერვალს ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს მოლდოვის ასაკობრივ გუნდთან.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – გუნდს „პეესპეს“ თავკაცი ბესარიონ არველაძე უხელმძღვანელებს. მან სადებიუტო მატჩებისთვის 16 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარე: გიგი ლომაია („მართვე“, ქუთაისი), ლუკა ცაბაურაშვილი („ს.ლ. აკადემია“), გიორგი ქურდაძე (სეუ)

წინა ხაზი: გიორგი პარკინაშვილი (35-ე სკოლა), შოთა ანდღულაძე (35-ე სკოლა), საბა დავითულიანი („დინამო“ თბილისი), ლუკა კაციტაძე („დინამო“ თბილისი), საბა ელბაქიძე („დინამო“ თბილისი), დავით კაკუბავა („ს.ლ. აკადემია“), დავით მარგველაშვილი („ქუთაისი“), გიორგი სონღულაშვილი („ს.ლ. აკადემია“), ლუკა ჩარგეიშვილი (ბსც), პაკო დოლიძე („ს.ლ. აკადემია“), გიორგი ხუგაშვილი (თსუ), დადუ დადუნაშვილი („დინამო“ თბილისი), გიგი ჯანაშია („ს.ლ. აკადემია“).

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდე ნაკრების მატჩების განრიგი

7 თებერვალი

18:00 | საქართველო U19 – მოლდოვა U19

8 თებერვალი

15:00 | საქართველო U19 – მოლდოვა U19

საქართველოს ფუტსალის 19 წლამდელთა ნაკრები მეინ რაუნდში იასპარეზებს. ჩვენი გუნდი მეოთხე ჯგუფში ლატვიას, ბელგიას და ფინეთს დაუპირისპირდება. მატჩები 2023 წლის 21-26 მარტს ლატვიაში ჩატარდება.

ევროპის ათი ქვეყანა პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში ითამაშებს. საუკეთესო შედეგის მქონდე სამი ნაკრები მეინ რაუნდში გადაინაცვლებს. ევროპის ჩემპიონატის შვიდი საგზურისთვის (მერვე მასპინძელი ხორვატიაა, რომელიც შესარჩევი ეტაპიდან თავისუფალია) 28 ნაკრები იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატი ხორვატიაში 2023 წლის 3-10 სექტემბერს გაიმართება.