ორი მარცხი პორტუგალიაში - 19-წლამდელებმა სამთა ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს #1TVSPORT
ორი მარცხი პორტუგალიაში - 19-წლამდელებმა სამთა ტურნირზე გამოსვლა დაასრულეს #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა, პორტუგალიაში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ სამთა ტურნირზე ასპარეზობა დაასრულა – სამწუხაროდ, გუნდი თამაში ვერ მოიგო.

ვასილ მაისურაძის ასაკობრივი ნაკრები პირველ ტურში მასპინძელ პორტუგალიას შეხვდა და მინიმალური სხვაობით – 1:0 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მე-10 წუთზე მატჩომ ჯალომ გაიტანა.

მეორე მატჩში ჩვენი გუნდი დანიას შეხვდა და 0:3 დამარცხდა. ტურნირის გამარჯვებული დანიისა და პორტუგალიის შეხვედრაში 16 ნოემბერს დაგეგმილ მატჩში გამოვლინდება, რომელიც პაკოშ დე ფერეირაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 19-წლამდელებმა ოქტომბერში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპი ნორვეგიაში პირველ ადგილზე დაასრულეს და ელიტ რაუნდის საგზურის მოპოვება შეძლეს.

გაზაფხულზე გასამართი ელიტ რაუნდის წილისყრა, დეკემბერში შედგება, ხოლო უშუალოდ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს სლოვაკეთი 18 ივნისიდან, 1 ივლისამდე უმასპინძლებს.