ფუტსალი | 19-წლამდელთა ნაკრები მოლდოვასთან მეორე მატჩში დამარცხდა #1TVSPORT
ფუტსალი | 19-წლამდელთა ნაკრები მოლდოვასთან მეორე მატჩში დამარცხდა #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის 19-წლამდელთა ნაკრები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოლდოვის თანატოლთა ნაკრებს მეორე ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდა და 2:4 დამარცხდა.

გუნდების პირველი შეხვედრა, რომელიც 7 თებერვალს გაიმართა, საქართველოს 19-წლამდე ნაკრების გამარჯვებით 5:4 დასრულდა. ამჯერად კი მოლდოველებმა პირველივე ტაიმში მოიპოვეს უპირატესობა და გამარჯვება ხელიდან აღარ გაუშვეს. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში გოლები პაკო დოლიძემ და საბა ელბაქიძემ გაიტანეს.

ფუტსალის 19-წლამდე ნაკრებისთვის მოლდოვასთან ამხანაგური მატჩები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელი ეტაპი იყო. ოფიციალურ შეხვედრებს ბესო არველაძის გუნდი 22-25 მარტს, რიგაში ჩაატარებს.

საქართველოს ნაკრების მეტოქეები ლატვიის, ბელგიისა და ფინეთის ასაკობრივი გუნდები იქნებიან.