საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი დანიასთან მარცხით დაიწყო #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი დანიასთან მარცხით დაიწყო #1TVSPORT

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველი მატჩი მასპინძელ დანიასთან გამართა და 3:1 დამარცხდა.

„იერინგ სტედიუმზე“ გამართულ შეხვედრაში ანგარიში დანიელებმა გახსნეს. 36-ე წუთზე, გუსტავ მორტენსენის პასით საქართველოს ნაკრების კარი ოლივერ როსმა აიღო, ხოლო ოთხ წუთში მასპინძელთა უპირატესობა ორამდე ფილიპ ბუნდგაარდმა გაზარდა.

მეორე ტაიმში დანიელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. 67-ე წუთზე ქართველი 19-წლამდელების კარი გუსტავ კრისტენსენმაც აიღო. 87-ე წუთზე დავით გოცირიძემ პრესტიჟის გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ევრო 2023-ის საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ტურში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები 24 სექტემბერს ინგლისს დაუპირისპირდება, ხოლო 27 სექტემბერს – მონტენეგროს.