ორჭიდის ჯამში ანტონ პლესნოი მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის წევრი ანტონ პლესნოი ატაცში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ორჭიდის ჯამში კი მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა ანტონ პლესნოიმ 96 კგ. წონით კატეგორიაში 172, 177 და 181 კგ. აიტაცა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
დამაჯერებლად გამოვიდა ანტონ პლესნოი აკვრაში. მან აკვრაშიც სამივე მისვლა 203, 209 და 213 კგ. წონა დაძლია და მეოთხე ადგილზე გავიდა.
ორჭიდის ჯამში ანტონმა 394 კგ-ით ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო.
ანტონ პლესნოიმ პატაიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს და 23 წლამდე ძალოსანთა შორის ევროპის რეკორდი დაამყარა.